სასწავლო პროექტი

სასწავლო ექსკურსია ნოდარ დუმბაძის სახლ–მუზეუმში

იდეა: რა ვიცით ნოდარ დუმბაძის შესახებ?

პროექტის მთავარი თემა: განუვითარო მოსწავლეებს მშობლიური კუთხის სიყვარული და გავაცნო მისი ღირსშესანიშნაობები.

მნიშვნელობა/აქტუალობა: პროექტის საშუალებით მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა–ძიების უნარი, შეისწავლიან ინფორმაციის მოპოვების გზებსა და საშუალებებს, საჭიროების მიხედვით მის გამოყენებას.

მიზნები და შედეგები: უკეთ შეისწავლონ ნოდარ დუმბაძის შემოქმედება. მოსწავლეები მიეჩვევიან ცოდნის გაღრმავებას ინფორმაციის მოძიების საშუალებით. ჯგუფური მუშაობის დროს ისწავლიან თანამშრომლობას, ერთმანეთის აზრის პატივისცემას, განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაციის უნარ–ჩვევები და პასუხისმგებლობა.

მოსწავლეთა ასაკი: 8–9 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა:15 დღე.

მოსალოდნელი შედეგები:
·      ისწავლონ ბიოგრაფიული ცნობების მოპოვება და საჭიროების მიხედვით დახარისხება.
·      შეაგროვონ სათანადო თემის ამსახველი სურათები.
·      ისწავლონ ექსკურსიაზე ქცევის წესები.

პროექტისთვის საჭირო  ძირითადი რესურსი:
ვიდეო–კამერა, ფოტო–აპარატი, კომპიუტერი, მძღოლი, ტრანსპორტი.

პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას:
I ჯგუფი– მოიპოვონ ინფორმაცია ნ. დუმბაძის ბიოგრაფიის და შემოქმედების შესახებ.
II ჯგუფი– მოიძიონ ფოტო მასალა ნ. დუმბაძის შესახებ
III ჯგუფი „ჩემი საყვარელი ლექსი“– ვინ უფრო მეტ ლექსს მოიძიებს.
შევადგენ ფოტო ალბომს –ნოდარ დუმბაძე ბავშვების საყვარელი პოეტი“ და მოვაწყობ საკლასო გამოფენას.
გამოვუშვებ  კედლის გაზეთს თემაზე:“ სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია“.

საგანთან, საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ისტ–ი.

პროექტის  ხელმძღვანელი: ნატო ბუსხრიკიძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: natobusxrikidze@gmail.com